გურიის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი განცხადებას ავრცელებს

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
“გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება!
გურიის რეგიონის მასშტაბით ვიწყებთ მოხალისეების მობილიზებას. დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ახლობლებს ორგანიზებულად და უსაფრთხოების წესების დაცვით!
თუ ხართ 100% ჯანმრთელი, სრულწლოვანი და სურვილი გაქვთ საქმით გამოადგეთ რეგიონს და თქვენს მუნიციპალიტეტს, მაშინ შეავსე მითითებულ ლინკზე განაცხადის ფორმა: 👇
https://docs.google.com/…/1FAIpQLSf8oLwDO-1Px6IaKA…/viewform
პირველ ეტაპზე ძირითადი საქმე იქნება ხანდაზმულებისათვის პროდუქტის და მედიკამენტების საცხოვრებელ სახლში მიტანა.

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 599 77 73 11 – ლანა ლომაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გავხადოთ აღსრულებადი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! გისურვებთ ჯანმრთელობას! “,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები