კახეთში თვითიზოლაციაში 116 პირი იმყოფება

კახეთის რეგიონში თვითიზილიაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 82- დან 116 -მდე გაიზარდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ფილიალში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, კახეთის მასშტაბით,დღეის მონაცემებით, კარანტინში 4 ადამიანია გადაყვანილი, რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 დამაკმაყოფილებელია თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში, საფრანგეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.მ ათგან 47 წლის ქალი, ტემპერატურის მატების გამო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავასმყოფოშია გადაყვანილი. მისი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები