ბათუმის აეროპორტიდან კარანტინში ერთი პირი გადაიყვანეს
ბათუმის აეროპორტიდან კარანტინში ერთი პირი გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი იტალიაში სამაგისტრო პროგრამას გადიოდა. მან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ქალი მინსკი-ბათუმის რეისით ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსების მიერ შემოწმდა, კარანტინში მოათავსეს.
აჭარაში კარანტინში 30 ზე მეტია მოთავსებული, თვითიზოლაციაში 70 მდე პირია. ბათუმის ინფექციურში გუშინ მოთავსებულ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ხუთივე პირის შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია.