ე.წ. სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი, კორონავირუსის ეჭვით, კარანტინშია გადაყვანილი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის ეჭვით, 5 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

ამის შესახებ ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია კოტაევამ განაცხადა.

“ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ინფიცირებულნი არიან. კარანტინი ორ კვირაზეა გათვლილი – ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ავად არის ადამიანი თუ არა”, – განმარტა კოტაევამ.​

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ე.წ.საგუშაგოები ჩაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები