საქსტატი: ექსპორტი 4.5 %-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტმა 526.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1 328.7 მლნ. აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები