ესპანეთმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო

“ესპანეთი ევროპაში მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მატულობს, ამ მაჩვენებლით მან საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო”, – წერს El Pais-ი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელი 40%–ით გაიზარდა და 3 ათას გადააჭარბა, 84 შემთხვევა ლეტალურია.

საფრანგეთში 2876 დადასტურებული შემთხვევაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ესპანეთში ავტონომიური საზოგადოებებში ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ზომები გაავრცელა, რომლებიც მხოლოდ ყველაზე დასნეულებულ რაიონებში გამოიყენეს: მადრიდში, ალავისა და ლა რიოხას პროვინციაში.

ევროპაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია – 12 839, სადაც ვირუსს უკვე 1016 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები