ვახუშტი მენაბდე: ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი, რაც კი ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ მართლმსაჯულების 5-პუნქტიანი გეგმის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი, რაც კი ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა.

არც უცხოელი მოსამართლეები, არც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებების ჩვენთვის სავალდებულოდ აღიარება გამოსავალი არ არის, თუ თავად ჩვენში ვერ ვიპოვეთ სამართლიანობის განცდა.

არც საკონსტიტუციოს გაუქმება და ნაფიცი მსაჯულების ხელაღებით შემოყვანა უშველის დანგრეულ სასამართლო სისტემას.

ვინც გვმართავს, იმათ ხომ აგვაშენეს და ვისაც ჩვენი მართვა უნდა, ისინიც არ გვიპირებენ რამე სანუგეშოს”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები