ბორის ჯონსონი: გულახდილი ვიქნები, კორონავირუსის გამო ბევრი ოჯახი დაკარგავს ახლობელს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ბრიტანელებს მოუწოდებს, ახლობლების დაკარგვისთვის იყვნენ მზად.

​ამის შესახებ ჯონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს Financial Times-ი.

“ვირუსის გავრცელება გაგრძელდება. გულახდილი უნდა ვიყო თქვენთან, ბრიტანეთის საზოგადოებასთან: ბევრი ოჯახი, ძალიან ბევრი ოჯახი დაკარგავს ახლობელს”, – განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთში კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო მონაცემით, მსოფლიოში ვირუსით 128 ათასზე ადამიანია ინფიცირებული, 4,7 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 68 ათასზე მეტი განიხკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები