საბერძნეთში სეზონურ გრიპს 90 ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსს – ერთი
საბერძნეთში სეზონურ გრიპს 90 ადამიანი ემსხვერპლა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციაში.
მათი ინფორმაციით, სეზონურ გრიპზე დაკვირვება ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე მიმდინარეობს.
ორგანიზაციის მონაცემით, დაკვირვების დაწყებიდან 238 სერიოზული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან მხოლოდ 89 პაციენტს ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული.
დაავადებულებში, ძირითადად, A ტიპის გრიპი ვლინდება.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტებს – საბერძნეთში 117 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ ვირუსს პირველი პაციენტი, 66 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.