სამართალდამცავებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

გუკა რჩეულიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები