ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების ფაქტებმა მკვეთრად იმატა

ესპანეთში კორონავირუსისგან უკვე 84 ადამიანია გარდაცვლილი, გუშინდელი მაჩვენებლით, ქვეყანაში 48 ლეტალური შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ესპანეთში კორონავირუსის 2968 დადასტურებული შემთხვევაა, გუშინდელთან შედარებით, ახალი შემთხვევები 800–ით გაიზარდა.

ესპანეთი, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ევროპის მესამე ქვეყანა, სადაც ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.

კატალონიაში, ბასკეთში, გალიციასა და მურსიაში, ასევე, მადრიდსა და ლა რიოხაში სასწავლო დაწესებულებები დახურულია. მადრიდის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, სახლები არ დატოვონ.

დღეს კორონავირუსი ესპანეთის თანასწორობის საკითხთა მინისტრს დაუდასტურდა, შესაბამისად, ტესტირებას მთლიანად მთავრობა გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები