ევროპისთვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გმობენ

ევროკავშირი გმობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი თვით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ევროპაში მყოფ პირებს შესვლას უკრძალავს.

ევროკომისიის ხელმძღვანლის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ცალმხრივად, კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.

ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეები, ასევე, აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალური კრიზისია, რომელიც თანამშრომლობას და არა ცალმხრივი ზომების მიღებას მოითხოვს.

მათივე თქმით, ევროკავშირი ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით სერიოზულ ზომებს ღებულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები