ნათია თურნავა: ჩვენი ვალუტა, კურსი და, ზოგადად, ფინანსური ბაზარი მოლოდინების მიმართ ძალიან სენსიტიურია

“ყველა დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და, ზოგადად, ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინის მიმართ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე აისახება.

„ჩვენს რეგიონშიც, თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი რუსეთის რუბლი 16-17 პროცენტით გაუფასურდა, რაზეც, ასევე, მოქმედებს სანავთობო ბაზრებზე არსებული ვითარება, რადგან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას, 3 პროცენტით გაუფასურდა. შესაბამისად, შეიძლება, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის, პირველ ყოვლისა, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, რაც გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე აისახება, თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად გადაილახება კორონავირუსის პრობლემა. თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ჩვენი ეკონომიკის მზადყოფნაზე, კარგია, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მყარი, ჯანსაღი ეკონომიკით. იანვრის შედეგებით, ტურიზმი უპრეცედენტოდ 19 პროცენტით გაიზარდა და, ასევე, ექსპორტიც მზარდი იყო. რა თქმა უნდა, თანდათან უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს, რადგან თებერვალში ტურისტების რაოდენობა, პრაქტიკულად, კლებაში გადავიდა და ეს ასეც მოხდება. ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები