„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში იმყოფება
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს, – ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელაძე წერს, ჟურნალისტს, რომელიც კარანტინში გადავიდა, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.