კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზს ვერ ხედავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილების აუცილებლობა არ დგას.
„ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკა შეიძლება, შერბილდეს”, – განაცხადა გვენეტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემის „საქმე“, ეთერში.
მისი თქმით, ლარის ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება, არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ადგილი 2019 წელს ჰქონდა.
„შემდეგ კვირაში არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და განხილვებზე ჩვენ გავაანალიზებთ და დავეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რომელიც იმ წუთებში გვექნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.