მარია ზახაროვას ბრიფინგი ჟურნალისტების გარეშე ჩატარდება
კორონავირუსის საფრთხის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ყოველკვირეული ბრიფინგი ხვალ ჟურნალისტების გარეშე ჩაივლის.
როგორც უწყებაში განმარტეს, 12 მარტს 15:00 საათზე ზახაროვას ბრიფინგი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს კითხვების დასმა ცხელი ხაზის გამოყენებით შეეძლებათ.