ახალციხეში 200 ოჯახისთვის წყალარინების სისტემის მოწყობა სრულდება

რეგიონების მასშტაბით წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აპრილში დასრულდება, რის შემდეგაც დასახლებაში არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები