ახალციხეში რამდენიმე მრავალსართულიან სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დიწყო.

ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის №99, №99ა, №101 და №107 კორპუსებზე. აპინძის ქუჩის №36-ის და რუსთაველის ქუჩის №103-ის სარეაბილიტაციო სამუშაობზე კი ტენდერია გამოცხადებული. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში ყველა სართულზე იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი. კორპუსის მაცხოვრებლები, ასევე, რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები