ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ აჩაბეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ აჩაბეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ე.წ. სახანძრო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული.

ხანძრის ქრობაში ორი სახანძრო ბრიგადაა ჩართული.

მანამდე ანალოგიური ვითარება რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა, თუმცა ე.წ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ცეცხლის კერები, თითქმის, ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები