გურჯაანის სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის კაცს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანზე  სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე შუახნის კაცს თავისუფლების 10 წლით  აღკვეთა მიუსაჯა.

1979 წელს დაბადებული კაცი 16 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში, ძალის გამოყენებისა და სექსუალური კავშირის შედეგად, არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა.

გამოძიება სსკ-ის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები