ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ტყვარჩელის, გაგრის, ოჩამჩირის, გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილემ, სატბეი გინდიამ განაცხადა, ხანძრის ფართობის დადგენა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
მისივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძარი გუშინ იქნა მთლიანად ლიკვიდირებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის პირველი კერები 6 მარტს შვიდიდან ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
მომხდარის მიზეზად ადამიანების დაუდევრობა სახელდება.