კარანტინი იტალიაში – როგორ გამოიყურება ტურისტების საყვარელი ადგილები (ფოტოკოლაჟი)

იტალიაში კარანტინი გამოცხადდა. დღეიდან ყველა ბარი და რესტორანი საღამოს 18:00 საათზე დაიკეტება. დღის საათებში მათი მუშაობა იქნება შესაძლებელი მხოლოდ სტუმრებს შორის გარკვეული დისტანციის დაცვით.

სასწავლო დაწესებულებებში მუშაობას 3 აპრილს განაახლებენ. იკეტება კლუბები, აზარტული თამაშების ობიექტები, ასევე, აკრძალულია ყველა ცერემონიები: მათ შორის – ქორწილები, დაკრძალვები და საეკლესიო მსახურებები, დაკეტილია თეატრები, კინოდარბაზები, მუზეუმები და სპორტული დარბაზები.

იტალიაში კორონავირუსით 9,1 ათასი ადამიანია ინფიცირებული, 724 პაციენტი განიკურნა, 463 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები