covid-19-ზე ტესტირება, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც იქნება შესაძლებელი

ახალ კორონავირუსზე ტესტებს, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ. ამის შესახებ “კვირას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიის ხარისხის კვლევის კონტროლია დაწყებული და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდო შემთხვევებზე ტესტებს აქამდე მხოლოდ თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია ატარებდა.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში – 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები