დაფნის საწარმო ჩხოროწყუში, რომელიც ადგილობრივებს დასაქმებისა და მეურნეობის განვითარების საშუალებას აძლევს
მარადმწვანე ეთერზეთოვანი მცენარე, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მნიშვნელობა აქვს, დღესაც აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკასა და სამკურნალო მიზნებისთვის. ქართული დაფნა სამეგრელოს მოსახლეობისთვის არამარტო გასტრონომიული კუთხითა დაფასებული, არამედ შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კი მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს მეურნეობის გაფართოვების საშუალება ეძლევა, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაფნის კომერციული ბაღების გაშენებას დააფინანსებს.
რა პოტენციალი აქვს ქართულ დაფნას ევროპის ბაზარზე და რითია ის უპირატესი სხვა ჯიშებისგან. „რეგიონული კვირა“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე თანამედროვე სტანდარტების დაფნის საწარმოს „ჯუმითი 2014“-ს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა.
კომპანიას 200-მდე ბენეფიციარი ჰყავს და მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. დაფნის საწარმომ 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე უკვე გაიტანა. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია.
დაფნის საწარმო „ჯუმითი 2014“- ის მენეჯერის – გოდერძი სალიას განცხადებით, საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და ამჟამად, 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სალიას თქმით, საწრმო გაფართოებას გეგმავს, რადგან ბაზარზე დაფნის მოთხოვნა მზარდია. ამ ეტაპზე, საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ფარცვანია მიიჩნეს, რომ ქართული დაფნის მეურნეობის მივიწყებული კულტურის განვითარებას რეგიონში, უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
ვიცე-გუბერნატორის თქმით, მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ხელი შეუწყოს როგორც ძველ ასევე, ახლი მიმართულების განვითარებას, რათა სახელწმიფოს მხარდაჭერა თოთოეულმა ბენეფიციარმა იგრძნოს.