ზესტაფონის მერი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს მართავს
ზესტაფონის მერი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. გიორგი გოგლიჩიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა, ჯანდაცვის ცენტრის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღანელისგან, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს მერის წარმომადგენლებმაც. მათ შორის, საექიმო ამბულატორიების და საზოგადოებრივი თავშეყრისის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავების შესახებ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2 მარტიდან დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში მიმდინარეობს.