ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ
არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების იზოლაცია დროულად ხერხდება.
„თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.
ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასსხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნდ გაართულებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.