პუტინსა და ერდოღანს შორის სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმება შედგა

მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სირიის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, მათ შორის სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმება შედგა. ერდოღანის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის პირობები იდლიბში 6 მარტს, 00:00 საათიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები