ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკი კეთდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კოსტავას ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობასა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ახალი ფილებით მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე, მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები