საჩხერეში ვაგონის ტიპის საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა
საჩხერეში ვაგონის ტიპის საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ერთი ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.