საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, იქნებიან ექსპერტ-ტრასოლოგები, იქნებიან დაზარალებული მოწმეები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე გამომძიებლები და სხვა პირები. ღობის დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრებს ექსპერტ-ტრასოლოგი, რომელმაც მის მიერ გაცემულ 2 ექსპერტიზის დასკვნაში განმარტა, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და ღობეს გადაჭრის/ჭრის კვალი არ აღენიშნება. ხამუთი ღობეს არ ჰქონია, ეს იყო რკინის დეტალი, რომელიც ღობის შემადგენელი ნაწილი იყო”, – განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.