აშშ‑ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამუშავებს ახალ ონლაინ პლატფორმას სახელით freedom.gov, რომელიც ადამიანებს ევროპასა და სხვა ქვეყნებში მისცემს შესაძლებლობას, ნახონ ის ინტერნეტ‑კონტენტი, რომელიც მათი მთავრობის მიერ არის აკრძალული,- ამის შესახებ Reuters‑ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
დეპარტამენტის გეგმის მიხედვით, ახალი პორტალი მიანიშნებს „ციფრული თავისუფლების“ დანერგვის პრიორიტეტზე, ხოლო მის მიზანს წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს.
“ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“,- აცხადებს ის.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს.