ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდებიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.
ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.
ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებები გადაიდო ან გაუქმნდა.