“საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო გამოსვლა ექნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც გასული წლის ძირითად განვითარებებს შეაჯამებს” – მახაშვილი
“საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო გამოსვლა ექნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც გასული წლის ძირითად განვითარებებს შეაჯამებს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ჩემთვის პირადად საინტერესო იქნება საგარეო პოლიტიკური მიმართულებები – როგორც ხედავს ის ძირითადად 2025 წლის ტენდენციებს და ასევე, როგორც წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება. ამაზე მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.