„საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პირნათლად ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას” – იონათამიშვილი

„საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პირნათლად ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

“დღეს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იქნება სწორედ ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ პროაქტიული დღის წესრიგით არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, აქცენტები, რაზეც პრეზიდენტი დღეს ყურადღებას გაამახვილებს, ჩვენი საზოგადოებისათვის ბევრი მიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები