“ძალადობრივი ჯგუფები, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აქტიურად ფინანსდებოდა უცხო ძალების მიერ და მიზანი იყო, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვლილიყო” – გიორგი გაბუნია

“ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით, რომ ადგილი აქვს და ჰქონდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გარე ჩარევებს. ის ძალადობრივი ჯგუფები, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აქტიურად ფინანსდებოდა უცხო ძალების მიერ და ეს იყო მიზანი იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვლილიყო. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბენცმა აღნიშნა, რომ 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის, USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები