“ბესარიონ ჟვანიას დედამ მითხრა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო; საინტერესოა, რას გვეტყვის ის” – ნიკო კვარაცხალიას დედა
“ბესარიონ ჟვანიას დედამ მითხრა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო; საინტერესოა, რას გვეტყვის ის დღეს”, – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე აცხადებს.
ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმე გახსნილია.
“აქ არაფერი მთავრდება, აქ მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები – მოვისმინო, რომ კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
არგუმენტებით, სახელებით და გვარებით ვიცი, ვინ მფარველოდბდა ამ საქმეს. მე დავამტკიცებ რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. ორი თავი წავაცალეთ 9 თავიან გველეშაპს, რომელსაც 5 წელი ვებრძოდით. ყველა თავი წასცვივდება ამ გველეშაპს”, – განაცხადა იზა ომაძემ.
პროკურატურამ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
უწყების ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
“ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც თავის ნაცნობებს – ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ – ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.