კახა კალაძე მაიკ ბენცის განცხადებაზე: აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, საზოგადოების ნაწილს არ სჯეროდა, ქილიკობდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საუბარი იმ თემებზე, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მაიკ ბენცი თავის განცხადებაში საუბრობს, ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო., – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„რაც შეეხება ფაქტს, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. თავიდან გახსოვთ, თუ როგორი დამოკიდებულება იყო. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სჯეროდა ეს ყველაფერი, ქილიკობდნენ კიდეც, ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიტყუებოდით, არასწორ ინფორმაციას ვაწვდიდით მოსახლეობას. თუმცა, აგერ არის რეალობა. თავად ისინი გამოდიან და საუბრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ასევე ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ვინ აფინანსებდა რევოლუციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს ქვეყანაში, ვინ აფინანსებდა საზოგადოების პოლარიზებას, დაპირისპირებას, გახლეჩას და ა.შ. აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით, ხელისგულზე დევს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯები, მიიღოს ისეთი კანონები, რომ დაიცვას, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი კონსტიტუცია და ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები