გორში სტალინის სახლ-მუზეუმმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

გორში სტალინის სახლ-მუზეუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ტურისტებისა და ვიზიტორების მიღება შეწყვიტა. როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათთვის ამ დრომდე უცნობია თუ როდიდან შეძლებს მუზეუმი დამთვარიელებლების მიღებას.
„ვიზიტორთა და ტურისტული კომპანიების საყურადღებოდ! სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაცია, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას”, –  ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები