პატრიარქი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება 

“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება”, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნოკოლ ფაშინიანს.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკლესიები ძველებურად ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრა ეს სირთულეები ჩვენ უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება და ჩვენი ეკლესიები ხელს შეუწყობს ურთიერთკავშირის განვითარებას ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები