რუსეთში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 2 დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა. ისინი თებერვლის შუა რიცხვებში გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, სამი კი რუსეთის მოქალაქეა. ისინი ევაკუირებულნი იყვნენ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ში, ამჟამად კი ქალაქ ყაზანში, კარანტინში იმყოფებიან.
დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ 2 მარტს გახდა ცნობილი. კორონავირუსი იტალიიდან დაბრუნებულ რუსეთის მოქალაქეს აღმოუჩინეს.
Роспотребнадзор-ის ინფორმაციით, რუსეთის საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში იმ პირთა ორმაგი კონტროლი ტარდება, რომლებიც ბრუნდებიან არასახარბიელო რეგიონებიდან.