სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ზუგდიდში 30 ერთეული მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, კორონავირუსის საწინაარმდეგო პრევენციული ღონისძიებები, ასევე, გატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, შექმნილი გარემოებების გამო, 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები