ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური საფრთხის გამო, ქუთაისის მერიაში სარეკომენდაციო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მოეწყო. იმის გამო, რომ ქალაქში ჯერ არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძო სატრანსპორტო კომპანიებს შეხვდნენ ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
სატრანსპორტო კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების თაობაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების წესების დაცვით ჩასატარებლად. ასევე, ღამით ქუჩები გადაირეცხა.