ბაღდათში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიების გატარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ჯგუფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ხელმძღვანელობს.

მერმა ჯგუფის წევრებს , რომლის შემადგენლობაშიც აიპების ხელმძღვანელები, მერიის სამსახურების უფროსები და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები არიან წარმოდგენილი სკოლებში, ბაღებში და სკოლისგარეშე დაწესებულებებში, დეზინფექციის ჩატარების ინსტრუქცია კიდევ ერთხელ გააცნო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სპეციალური ხსნარებით მუშავდება სკოლების, ბაღების ოთხები, სამზარეულო, დერეფნები, სველი წერტილები და ინვენტარი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ისე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა ყველა სახის დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები