„დაათვალიერეთ და ნახეთ, რა მაგარი საგანძური მიიღო ხელოვნების სასახლემ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტისაგან საჩუქრად“ – გიორგი კალანდია
ქართველმა ჟურნალისტმა, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატმა ნანა ღონღაძემ ხელოვნების სასახლეს „პრინც მაჩაბელის“ ისტორიის ამსახველი მასალები გადასცა. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„დაათვალიერეთ და ნახეთ, რა მაგარი საგანძური მიიღო ხელოვნების სასახლემ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტისაგან საჩუქრად. ქართველმა ჟურნალისტმა, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატმა ქალბატონმა ნანა ღონღაძემ ჩვენს მუზეუმს გიორგი მაჩაბლისა და გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობი) ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პარფიუმერიული ბრენდის „პრინც მაჩაბელის“ ისტორიის ამსახველი მასალები გადასცა. კოლექციაში სუნამოების მინის ოქროთი მოვარაყებული ფლაკონების გარდა არის საარქივო მასალები და გამოყენებითი ხელოვნების სხვა ნიმუშები. ხელოვნების სასახლე განსაკუთრებულ მადლობას მოახსენებს ქალბატონ ნანა ღონღაძეს ესოდენ მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისათვის“, – წერს გიორგი კალანდია.









