ზვიად ავალიანი: შერმადინმა რომ პრემიერს მადლობა გადაუხადა, რამდენიმე ათეულმა რადიკალმა სტვენა დაუწყო; როდესაც სპორტის მხარდაჭერისთვის ჭყონიამაც მადლობა გადაუხადა პრემიერს, იგივე ბაბლი ჭყონიას გადაეფარა – რადიკალური ოპოზიციისა და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის

“რადიკალური ოპოზიციისა და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის”, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი,  ზვიად ავალიანი ოპოზიციის აქტივისტების მიერ იმ ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებას, რომლებმაც თემურ ჭყონიას კრიტიკა სცადეს პრემიერისთვის მადლობის გადახდასთან დაკავშირებით.

ავალიანის განცხადებით, ოპოზიციისა და მათი პროპაგანდისტებისთვის პრინციპები არ არსებობს.

„რადიკალური ოპოზიციისა და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის.

ჩვენმა ლეგენდარულმა კალათბურთელმა, შერმადინმა რომ პრემიერ კობახიძეს მადლობა გადაუხადა სპორტის უპირობო მხარდაჭერისთვის – რამდენიმე ათეულმა რადიკალმა სტვენა დაუწყო, მოძალადეთა ბაბლმა კი უსაზიზღრესი სიტყვებით გალანძღა.

როდესაც მარტივი ჭეშმარიტება, ანუ პრემიერ კობახიძის მხრიდან სპორტის მხარდაჭერა თემურ ჭყონიამაც აღნიშნა და მადლობა გადაიხადა, იგივე მოძალადე ბაბლი ჭყონიას გადაეფარა და ვინც მისი კრიტიკა სცადა, ყველა მოღალატედ გამოაცხადა.

მიზეზი მარტივია – ჭყონია მათ ფულს უხდის. ამიტომ ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისთვის ელემენტარული პრინციპებიც კი არ არსებობს – მათთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის”, – წერს ზვიად ავალიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები