გიორგი გვარაკიძე – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„კოორდინირებულად ვმუშაობთ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და ამ სამსახურების ერთობლივმა ძალისხმევამ გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი იქნა ჩვენს მიერ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. შეიძლება ითქვას, რომ გარანტირებულად მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს და ეს აისახება ქვეყნის მომავალზე, ვინაიდან კორუფცია ანგრევს ქვეყნის როგორც სამართლებრივ ისე ეკონომიკურ სისტემას და ეს აისახება თითოეული მოქალაქის ხვალინდელ დღეზე”, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები