“მიღებულია მთავრობის დადგენილება, რომ იწყება პროექტირება სტუდენტური ქალაქების, რომელიც ქუთაისში უნდა აშენდეს ძველი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თბილისთან მიმართებით – თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ტერიტორია” – მიქანაძე
“უკვე არის მიღებული მთავრობის დადგენილება, რომ იწყება პროექტირება სტუდენტური ქალაქების, რომელიც ქუთაისში უნდა აშენდეს ძველი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თბილისთან მიმართებით – თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც აბსოლუტურად სრულად უპასუხებს თანამედროვე საჭიროებებს ინფრასტრუქტურულად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სტუდენტური საცხოვრებლებით”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
„განსაკუთრებული აქცენტი აგრარულ სექტორსა და პედაგოგიურ მიმართულებებზე გვექნება, თუმცა ინდივიდუალური განხილვების შედეგად ჩვენ ვნახავთ რა საჭიროებები იქნება დამატებით.
ბაკალავრიატი უმრავლეს დისციპლინებზე, გამონაკლისების გარდა, გადავა 3-წლიან ფორმატზე ნაცვლად 4 წლისა, ხოლო სტანდარტული მაგისტრატურა იქნება 1-წლიანი და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გეგმავენ მესამე საფეხურზე, დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას, იქნება დამატებით 1 წელი, ანუ 1+1 მაგისტრატურა“, – აღნიშნა მიქანაძემ.