“სავალუტო ფონდის განცხადებაში აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი; მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას” – ლაშა ხუციშვილი
“სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მიმართულებით მიმდინარე წელს დავამთავრებთ 34% -იანი ნიშნულით მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც ითვლება უსაფრთხო ნიშნულად, თუ გავითვალისწინებთ იმავე ზომის ქვეყნის ეკონომიკებს, სადაც ვალის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებშ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
„გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი მომდევნო წლებშიც. საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ შეინარჩუნებს მაკრო ეკონომიკურ სტაბილურობას.
წელსაც, ტრადიციულად, საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი, რომელიც მერყეობს შვიდ-ნახევრიდან რვა პროცენტამდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და ეს ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. მთავარი პრიორიტეტები იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც შიდასახელმწიფოებრივ გზებს, ასევე საერთაშორისო მაგისტრალებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.