“ჩემი მთავარი მიზანია, რომ დაწყებული საქმეები, საკმაოდ მსხვილ პროექტებს შევეჭიდეთ, ბოლომდე მივიყვანოთ და ღირსეულად დავასრულოთ” – კალაძე
“ჩემი მთავარი მიზანია, რომ დაწყებული საქმეები, საკმაოდ მსხვილ პროექტებს შევეჭიდეთ, ბოლომდე მივიყვანოთ და ღირსეულად დავასრულოთ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა” თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„ყველა წარმატებული პროექტი, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი – მე ამას საკუთარ წარმატებად აღვიქვამ.
თბილისი არის უძველესი დედაქალაქი, მოძველებული ინფრასტრუქტურით, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, გვაქვს ბევრი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი, შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება.
ის, რომ ქალაქის, კონკრეტული უბნების განვითარება სპორტული მოედნებისა და რეკრეაციული არეალების ხარჯზე მოვახდინოთ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ მიდგომა და დავიწყეთ აღნიშნული სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნება“, – განაცხადა კალაძემ.