„ენდიაის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს
„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (ენდიაი) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაცია “კვირას” „ენდიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.
პრესსამსახურში განმარტეს, რომ როტაცი 5-6 წელიწადში ერთხელ ხდება
ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.